კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდხანს ღეჭეთ ლუკმა და დაიცავით ორგანიზმი დაავადებებისგან

ადამიანთა უმრავლესობა საჭმელს ძალიან სწრაფად ჭამს და ლუკმებს წესიერად არც კი ღეჭავს, რაც ზედმეტი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები კვების პროცესს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არადა, საკვებს ნორმალურად რომ ვღეჭავდეთ, მაქსიმალურად შევამცირებდით ავადმყოფობის ალბათობას, თავიდან ავიცილებდით არა მარტო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, არამედ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დარღვევებსაც.

საკვების სწორად ღეჭვის დროს ღრძილები მაგრდება, შინაგან ორგანოებზე ხორციელდება მატონიზებელი მოქმედება. ასევე, ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის ფუნქციების მოწესრიგება, რაც საკვების ნორმალურ გადამუშავებასა და შეთვისებას უწყობს ხელს. ღეჭვის დროს დიდი რაოდენობით გამოყოფილი ნერწყვი მჟავების მოქმედებას ანეიტრალებს და დაზიანებისგან იცავს კბილის მინანქარს. სწორი, ნელი ღეჭვის დროს ორგანიზმში აღდგება ნორმალური მჟავატუტოვანი ბალანსი და მცირდება გულზე დატვირთვა. დიდი ლუკმებით გადატვირთული კუჭი კი დიაფრაგმას აწვება, რომელიც გულზე ახდენს ზეწოლას.

თუ იმის დრო არ გაქვთ, რომ ნელა და აუჩქარებლად მიირთვათ საკვები, ჯობია საერთოდ თავი შეიკავოთ ჭამისგან ან ისეთი საკვები მიიღოთ, რომლის ნორმალურად დაღეჭვასაც მოასწრებთ.

ნელი ღეჭვის დროს საკვების გაცილებით ნაკლები რაოდენობა დაგაკმაყოფილებთ, ზომაზე მეტს აღარ შეჭამთ და, შესაბამისად, არც წონის პრობლემა შეგაწუხებთ. ნორმალურად დაღეჭილი საჭმელი კუჭს მთლიანად ავსებს და ლორწოვანას ნერვულ დაბოლოებებს თანაბრად აწვება. კარგად დაღეჭილი საკვები ხსნის ნერვულ-ემოციურ დაძაბულობას, ამაღლებს კონცენტრაციის უნარსა და შრომისუნარიანობას.

ზოგადად კი, საკვების სათანადო დაღეჭვით ბევრ დაავადებას აიცილებთ თავიდან, მაგალითად: გასტრიტს, კოლიტს, წყლულს, ფაღარათს, ნერვული სისტემის აშლილობას და ასე შემდეგ.

ენის საშუალებით საკვების შინაგანი ენერგიის დიდი ნაწილი შთაინთქმება. ამდენად, რაც დიდხანს აჩერებთ ლუკმას პირის ღრუში და ნელა და აუჩქარებლად დაღეჭავთ მას, მით მეტ ენერგიას მიაწვდით ორგანიზმს.


скачать dle 11.3