კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვიძლის დაავადების დროს სვით ახალი კომბოსტოს წვენი

ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება კომბოსტო, როგორც ცოცხალი, ისე მწნილის სახით. ის მადის მომგვრელი, შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. აძლიერებს კუჭის სეკრეტის, ანუ წვენის გამოყოფას, უმჯობესია ნაწლავებში საკვების გადამუშავების პროცესის ქრონიკული დისპეფსიებისა და მონელების დარღვევების დროს.

ახალი კომბოსტოს წვენს იყენებენ ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის შემთხვევაში. აღსანიშნავია მისი ამოსახველებელი ეფექტიც. წყალთან გაზავებული კომბოსტოს წვენი გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს.

წვრილად დაჭრილი კომბოსტოს ფოთლებისა და უმი კვერცხის ნარევს იყენებენ წყლულებსა და ჩირქოვან იარებზე დასადებად, ხოლო ახალ ფოთლებს – სახსრებში ტკივილების დასაამებლად.

კომბოსტოს წვენში აღმოჩენილია განსაკუთრებული ნივთიერება, კერძოდ, მეთილმეთიონინ-სულფონიაქლორიდი, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური, უშუალო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სპობს წყლულს. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, შემთბარი, ერთი თვის განმავლობაში.

კომბოსტოს წვენი ერთი დღე-ღამის მარაგით მზადდება და დაბალ ტემპერატურაზე ინახება.


скачать dle 11.3