კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიიღეთ ყოველდღე ერთი ჭიქა წითელი ღვინო, ორი ჭიქა მწვანე ჩაი და ასი გრამი შავი შოკოლადი

ადამიანის დასუსტებულ სხეულს გამორჩეული კვება სჭირდება, განსაკუთრებით – გაზაფხულსა და ზაფხულში. ამიტომ, აუცილებლად გულდასმით გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს და შეეცადეთ, მასში სასარგებლო საკვები შეიტანოთ.

შეამცირეთ კალორიების მოხმარების დღიური ნორმა; ყოველდღიურად ოთხჯერ-ხუთჯერ მაინც მიირთვით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, რადგან ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად ამცირებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებში სიმსივნის განვითარების რისკს. სვით ყოველდღე ერთი ჭიქა წითელი ღვინო – ის მოაწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას. ასევე, მიიღეთ დღეში მინიმუმ ორი ჭიქა მწვანე ჩაი. რადგან მწვანე ჩაი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისგან.

ჭამეთ კომბოსტო და სოია. ამ პროდუქტთა რეგულარული მიღება დაავადებათა განვითარებას 50 პროცენტით ამცირებს. მიირთვით, ასევე შავი შოკოლადი – მასში შემავალი ნივთიერებები გვეხმარება ნერვული სტრესის დაძლევაში. ეს ნივთიერებები ორგანიზმში არ გამომუშავდება და მისი მიწოდება ასი გრამი შოკოლადის სახით ემოციური დატვირთვის დროს ძალიან სასარგებლოა.

ხშირად ჭამეთ თხილი და თევზეული. ეს პროდუქტები შეუცვლელია სისხლის წნევის რეგულირებისთვის, ასევე, აგარიდებთ ათეროსკლეროზს, სისხლძარღვებს უნარჩუნებს ელასტიკურობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას.


скачать dle 11.3