კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ბედნიერება კუდში

დიდმა ძაღლმა დაინახა, რომ ლეკვი თავის კუდის დაჭერას ცდილობდა და ჰკითხა:

– რა გინდა მაგ შენი კუდისგან?

– ფილოსოფია შევისწავლე, – უპასუხა ლეკვმა, – სამყაროს პრობლემები გადავჭერი, რომლებსაც ჩემამდე ვერც ერთმა ძაღლმა ვერ გაართვა თავი. მივხვდი, ძაღლისთვის რა არის უკეთესი – ეს არის ბედნიერება და, ბედნიერება ჩემს კუდშია. ამიტომაც ვცდილობ მის დაჭერას. დავიჭერ და, ჩემი გახდება!

– შვილო, – უთხრა ძაღლმა, – მეც ვიყავი მსოფლიო პრობლემებით დაინტერესებული და საკუთარი შეხედულებაც ჩამოვაყალიბე ამის შესახებ. მეც მივხვდი, რომ ძაღლისთვის ბედნიერება ბევრს ნიშნავს და რომ ბედნიერება ჩემს კუდშია, მაგრამ ისიც შევამჩნიე, რომ სადაც უნდა წავიდე და რასაც უნდა ვაკეთებდე, ის ყოველთვის უკან მომყვება.

გახსოვდეს ნამსხვრევები

ერთხელ ხინგ ში ესაუბრებოდა იანგ ლის ადამიანის უმთავრეს უნარზე. გულში ჩაიცხროს მრისხანება და არ მისცეს მას გარეთ გამოსვლის ნება. იანგ ლიმ ყურადღებით მოუსმინა მასწავლებელს და შეწუხებულმა აღიარა, რომ ჯერ არ შესწევდა მტრის პატიების უნარი. თუმცა კი, გულწრფელად ილტვოდა ამისკენ.

– მე მყავს მტერი, – დაიჩივლა მოწაფემ, – და სურვილი მაქვს, ვაპატიო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მომიხერხებია მრისხანების გულიდან განდევნა, – დაგეხმარები, – უთხრა ხინგ შიმ და თაროდან თიხის გაბზარული ჩაიდანი ჩამოიღო, – აიღე ეს ჩაიდანი და ისე მოეპყარი, როგორც შენს მტერს მოეპყრობოდი. იანგ ლიმ აიღო ჩაიდანი, უნდობლად შეათვალიერა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. მაშინ ბრძენმა უთხრა: – ძველი ჩაიდანი – ეს მხოლოდ უსულო ნივთია და არა ადამიანი. ნუ გეშინია, ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ შენს მტერს მოექცე.

მაშინ იანგ ლიმ ჩაიდანი თავს ზემოთ ასწია და მთელი ძალით დაანარცხა იატაკზე. ჩაიდანი პატარ-პატარა ნამსხვრევებად იქცა. ხინგ შიმ დახედა ჭურჭლის ნამსხვრევებით მოფენილ იატაკს და თქვა:

– ხედავ, რა მოხდა? ჩაიდნისგან ვერ გათავისუფლდი. ის მხოლოდ უამრავ ნამსხვრევად აქციე, რომლითაც შენ ან შენმა ახლობლებმა შეიძლება, ფეხი გაიჭრან. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ვერ შეძლებ გულიდან მრისხანების განდევნას, გაიხსენე ეს ნამსხვრევები, – უთხრა ხინგ შიმ და ცოტა ხანში დასძინა, – უფრო კარგი კი ის იქნება, არ დაუშვა ბზარის გაჩენა იქ, სადაც ის არ უნდა არსებობდეს.

ქცევის მოქნილობა

შეერთებული შტატების არმადა სამხედრო-საზღვაო წვრთნას გადიოდა კანადის სანაპიროზე. სწორედ მაშინდელია შემდეგი რადიოჩანაწერი: – თუ შეიძლება, კურსი ჩრდილოეთისკენ თხუთმეტი გრადუსით შეცვალეთ, – გირჩევთ კურსის თხუთმეტი გრადუსით შეცვლას სამხრეთის მიმართულებით შეჯახების საფრთხის თავიდან ასაცილებლად. – ვიმეორებთ: გაბრუნდით ჩრდილოეთისკენ, რომ შეჯახება აიცილოთ თავიდან. – დაჟინებით გირჩევთ სამხრეთისკენ გაბრუნებას, რომ შეჯახებას აარიდოთ თავი. – მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემის კაპიტანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუყოვნებლივ შეცვალეთ კურსი! – ჩვენ კი კატეგორიულად მოგმართავთ – სამხრეთისკენ გაბრუნდით – ეს არის გამანადგურებელი, რომელიც შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის ძლიერებასა და სიმტკიცეს უზრუნველვყოფთ. დაუყოვნებლივ შეცვალეთ კურსი! – ეს კი კანადის შუქურაა. ასე რომ, თქვენ თვითონ შეიცვალეთ მიმართულება!


скачать dle 11.3