ვარსკვლავური დაბადების დღეები
წვიმიანი გაზაფხული ულამაზესი ქართველი ქალბატონების დაბადების დღეებმა გაამზიანა და გაათბო. 26 აპრილს, ყველაზე გრაციოზული, დახვეწილი, და მომხიბვლელი თაკო ჩხეიძე ოცდაათი წლის გახდა. დაბადების დღე მან კაფე „10 ა-ში” მეგობრების წრეში აღნიშნა, სადაც ყველაზე მეტად მოდელების ძველი თაობის გოგონები ბრწყინავდნენ. თაკოს ულამაზესი თეთრი კაბა ლამაზად კვეთდა მის მუცელს – მოდელი მესამე შვილს ელოდება. როგორც ჩანს, მეორე შვილს ელოდება ანა კოშაძეც, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად გამოიყურება. ლალი ტოტიკაშვილი, კრისტი ყიფშიძე, თიკა ფაცაცია, ლიკა შელია და რა თქმა უნდა, ავთანდილ ცქვიტინიძე თაკო ჩხეიძის დაბადების დღეზე მშვენივრად ერთობოდნენ ულამაზეს კაფეში. 18 მაისს კი, დაბადების დღე აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა. მოდელი და სამი შვილის დედა ოცდაშვიდი წლის გახდა. დაბადების დღე მან ინგლისში აღნიშნა, თუმცა საქართველოდან საოცარი სიურპრიზი მიიღო. უფროსმა შვილმა, დამ და მეგობრებმა სპეციალური ვიდეო გადაიღეს, სადაც სალომეს „ჰეპი ბერსდეის” უმღერიან. ვიდეოში იყო სალომეს ფოტოები, ტორტის ჩაქრობა ანუ ყველაფერი, რასაც ისინი სალომესთან ერთად გააკეთებდნენ. ეს კი იუბილარს გულგრილად ნამდვილად არ დატოვებდა. ჩვენ ვულოცავთ ამ მშვენიერ ქალბატონებს დაბადების დღეს და ვუსურვებთ, სულ ასეთი ლამაზები, ბედნიერები და ყველასთვის საყვარლები ყოფილიყვნენ.