კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შორენა ბეგაშვილი ავარიაში მოყვა

მსახიობი შორენა ბეგაშვილი გასულ კვირას მსუბუქ ავარიაში მოყვა. მაშინ, როცა ის საქმიანი ვიზიტით ერევანში მიემგზავრებოდა. პროდიუსერების ამ ჯგუფთან მსახიობმა უკვე რამდენჯერმე ითანამშრომლა. შორენა გადაიღეს სარეკლამო კლიპში, შემდეგ ფილმში. ახლა კი ისევ სარეკლამო რგოლის წინადადებით ის ერევანში მიიწვიეს. ოთხდღიანი გადაღებისთვის შორენა პროდიუსერებისგან გამოგზავნილ ავტომობილს მიყავდა სომხეთში. საქართველოს საზღვართან არმისული ავტომობილი მსუბუქ ავარიაში მოყვა, მძღოლს არანაირი დაზიანება არ მიუღია. შორენა კი, უკანა სავარძელზე, დამცავი ღვედის გარეშე იჯდა და შედარებით მძიმედ დაშავდა. მსახიობმა თავი წინა სავარძელს მიარტყა და ფეხების დაჟეჟილობა აქვს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გაირკვა, რომ შორენა ბეგაშვილს არ აქვს ტვინის შერყევა და იოლად გამოვიდა სიტუაციიდან. თუმცა, დასიებული ფეხების გამო, მას ლოგინში წოლა უწევს. ამის გამო შორენა იძულებულია, ჩააგდოს „იღბლიანი ბორბლის” გადაღებები და სავარაუდოდ, მას დროებით შეცვლიან. ჩვენი ჟურნალის საშუალებით, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მსახიობს.


скачать dle 11.3