იოსებ ხუციშვილმა მესამე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
2011 წლის 18 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში გაიმართა ორგზის მსოფლიო რეკორდსმენის იოსებ ხუციშვილის მესამე, გინესის სარეკორდო ასპარეზობა. პირველი მსოფლიო რეკორდი მან 2010 წელს დაამყარა – ერთი წუთის განმავლობაში, 183 აზიდვა შეასრულა. მეორე რეკორდი კი 2011 წლის 12 იანვარს დაამყარა. ერთი წუთის განმავლობაში ორ ძელზე 224 მოძრაობა შეასრულა. მესამე სარეკორდო ასპარეზობა კი რამდენიმე დღის წინ გაიმართა და ახალგაზრდა სპორტსმენმა ერთი წუთის განმავლობაში ორივე ხელით, მტევნებამოტრიალებულმა – 113 აზიდვა შეასრულა. ამით მან წინა შედეგი, 86 მოძრაობა გააუმჯობესა. შეჯიბრების ორგანიზატორი გახლდათ კლუბი „რეკორდი”.