კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ბარაკ ობამას კონკურენტების გააქტიურება

2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია და მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხელმეორედ იყრის კენჭს. სულ ახლახან კი კიდევ ორი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც საპრეზიდენტო სკამისთვის საბრძოლველად მზადყოფნას გამოხატავენ. ესენი არიან: მასაჩუსეტსის შტატის ექსგუბერნატორი, რესპუბლიკელი მიტ რომნი და ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი, რონ პოლი. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს მინესოტის შტატის ყოფილი გუბერნატორი ტიმ პოლენტიც გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მოსალოდნელმა კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, თავად განაცხადა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

101 წლის ადამიანის

პოლიტიკური ამბიცია

ესპანური გალისიის კუნტისის მუნიციპალიტეტის 101 წლის მცხოვრებმა ჟოზეფინა ვილიავერდემ პოლიტიკური კარიერის დაწყება და მუნიციპალურ არჩევნებში სოციალისტური პარტიის სახელით კენჭისყრა დააანონსა. 101 წლის კანდიდატი უკვე აწარმოებს საარჩევნო აგიტაციას და კუნტისის მცხოვრებლებს ხვდება, ეცნობა მათ პრობლემებს და ურიგებს თავის საარჩევნო პროგრამას. ვილიავერდეს თქმით, ის დიდი ხანია, სოციალისტური პარტიის მხარდამჭერია და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, სოციალისტი ხოსე-ლუის როდრიგეს საპატეროს აქტიური მომხრეა. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზეფინას მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურ ხასიათს ატარებს, თავად კანდიდატი სავსეა ენთუზიაზმით და ბრძოლას ბოლო მომენტამდე აპირებს.

ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის ოჯახური საიდუმლო

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე, მომხიბლავი კარლა ბრუნი, ფეხმძიმედაა, – ამის შესახებ განცხადება ოჯახის წევრებმა: ნიკოლას მამამ – პალ სარკოზიმ და კარლას დედამ – მარისა ბრუნი ტედესკიმ გააკეთეს ჟურნალისტებთან. პალ სარკოზის თქმით, ის იმედოვენბს, რომ წყვილს გოგო შეეძინება. აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯერაც არ ახმაურებენ ამ ფაქტს, თუმცა, საუბრები ბრუნის ფეხმძიმობაზე უკანასკნელი პერიოდია, აქტიურად მიმდინარეობს და ეს ცნობა პირველად აპრილის ბოლოს გახმაურდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კარლა ბრუნი არ დაესწრებოდა კანის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალს. წინა ქორწინებებიდან კარლა ბრუნის ერთი შვილი, ხოლო ნიკოლა სარკოზის ორი ექსმეუღლისგან – ორი შვილი ჰყავს.

პუტინის ნადირობისა და თევზაობის სეზონი

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ჟურნალ „აუთდორ ლაიფს”, ავტორიტეტულ გამოცემას, რომელიც აქტიურ დასვენებას, ნადირობასა და თევზაობას უძღვნის სტატიებს, ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის მისწრაფებებზე ისაუბრა. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ პრემიერს ნადირობაზე მეტად თევზაობა იტაცებს, საყვარელ ადგილებად კი, სადაც მას თევზაობა იზიდავს, მურმანსკის ოლქი და ვოლგისპირეთი დაასახელა. ასევე, პრემიერი ერნესტ ჰემინგუეის სიყვარულში გამოუტყდა ჟურნალისტს და თავის საყვარელ წიგნებად „მშვიდობით, იარაღო!” და „მოხუცი და ზღვა” დაასახელა. გარდა ამისა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა ციმბირის ტაიგაში თოვლის კაცი, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ თავად უნდა ჩავიდნენ ტაიგაში და ეძებონ იეტი – თოვლის კაცი, ხოლო, თუ ვერ ნახავენ, მაინც კმაყოფილები დაბრუნდებიან, რადგან იქ ენით აუწერელ სილამაზეს იხილავენ.


скачать dle 11.3