კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯონ ბასის კვალზე

„აქციები იყო, არის და იქნება“

შესაძლოა, იმიტომ რომ „დემოკრატიის შუქურობა“ შევიფერეთ (თუმცა, ის დრო „ნაგემნი მტკბარად“, ასე რომ გვამკობდნენ, წარსულს ჩაჰბარდა), ქართულმა დემოკრატიამ მსოფლიო დემოკრატიას რამდენიმე ორიგინალური შტრიხი მაინც შეჰმატა. მათ შორისაა მმართველი ძალის მიერ საკანონმდებლო ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება; აღმასრულებელი ხელისუფლების სრულად დაკომპლექტება; მედიასივრცის თავნებობის ალაგმვა და, რაც მთავარია, საპროტესტო გამოსვლებისა და აქციების მიუღებლობა (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონი გამოხატვისა და აზრის თავისუფლების შესახებ „კანფეტივითაა“)უფრო მეტიც, მამებისა და მარჩენლების კრიტიკის დაუშვებლობა. ოღონდ, ეს მანამ იყო (საპროტესტო აქციებსა და მამა-მარჩენლებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობ), სანამ საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი იტყოდა, რომ, ჯერ ერთი, პატივს სცემს „ქართული პარტიის“ გადაწყვეტილებას საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ და, რაც მთავარია, ეს არც პირველი აქციაა და არც უკანასკნელი იქნებაო, იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთია დემოკრატიული სახელმწიფოს ტკბილ-მწარე ხვედრი.

შესაძლოა, მხოლოდ დამთხვევაა, ოღონდ, ფაქტია, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აქციები საქართველოში ადრეც ტარდებოდა, ახლაც ტარდება და მომავალშიც ბევრი ჩატარდება (სიტყვების წყობა მაინც შეეცვალა).“ უფრო მეტიც, ბ-ნმა ბაქრაძემ არც განმარტება დაგვამადლა: „საქართველოში კანონის ფარგლებში აქციების გამართვა ნებისმიერს შეუძლია. ეს დემოკრატიის ელემენტარული წესია (და მერე რა, რომ საშიმშილოდ გამზადებულ ადვოკატებს წყლის ბოთლებიც კი წაართვეს და გასაყიდად შეგულებული პარლამენტის შენობის წინა მოედნიდან სულ კინწისკვრით გამოყარეს). ვეთანხმებით თუ არა აქციის მოთხოვნებს, მოგვწონს თუ არა ისინი, აქციები იყო, არის და მომავალშიც იქნება“ (თუმცა, თუ ამ ჩვენს ტკბილ-მწარე რეალობას გავიხსენებთ, აქციები საქართველოში ისევე „იყო, არის და იქნება“, როგორც „ლენინი ცოცხლობდა, ცოცხლობს და მარად იცოცხლებს“).

ხოლო, რაკი შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ბ-ნ ბაქრაძეზე ბ-ნი ბასის სიტყვებს ღრმა კვალი დაუმჩნევია, იქნებ ელჩისთვის გვეთხოვა, განცხადებები ხშირ-ხშირად გაეკეთებინა?!


скачать dle 11.3