კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა ორსულობა ტრავმა ნონა გიუნაშვილისთვის და როდის დაიწყო მისი ჯანმრთელობის პრობლემები #16

2012 წლის „ნიჭიერის“ გამარჯვებულს, ნონა გიუნაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ხერხემალზე ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ქვიშის არტისტის დასახმარებლად ჩატარდა რამდენიმე საქველმოქმედო საღამო. მეგობრების, ახლობლებისა და სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით, ნონამ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. როგორ ჩაიარა ოპერაციამ და რა დიაგნოზი დაუდგინეს მას, ამის შესახებ თავად გიამბობთ.
– ნონა, როდის დაგეწყო ხერხემალზე ტკივილები? 
– ეს პრობლემა, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. ბავშვობაში, 9-10 წლის ვიქნებოდი, სოფელში ვისვენებდი და ხიდან ჩამოვვარდი. დამიზიანდა ხერხემალი. მშობლებმა წამიყვანეს სპეციალისტთან, რომელმაც გამსინჯა და რაც საჭირო იყო იმ ეტაპისთვის ყველაფერი გამიკეთა. თუმცა, გაგვაფრთხილა, რომ შესაძლოა მომავალში თავი იჩინოს გარკვეულმა პრობლემებმაო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი – 16 წლის ვხდებოდი. პირველი და მეორე შვილი 17-18 წლისას შემეძინა. ორსულობაც გარკვეული ტრავმა აღმოჩნდა ჩემი ხერხემლისთვის. ფეხმძიმობის შემდეგ დამეწყო დისკომფორტი ხერხემლის არეში. ამ ყოველივეს,  ძირითადად, ვგრძნობდი დაღლილობის დროს, როცა ფეხზე ვიდექი, ან მოხრილი მიწევდა რაღაცის გაკეთება. დაახლოებით 2 წელია, რაც ტკივილებმა მოიმატა და შემაწუხებელი სახე მიიღე. როგორც იცით, „მაესტროში“ მიმყავდა გადაცემა „ქვიშის ზღაპარი“, რომელიც  არეულობის გამო, სამწუხაროდ, დაიხურა. იმედი მაქვს, ეს პროექტი არ დაიკარგება და რომელიმე ტელევიზია წაიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ ვცხოვრობდი, მიწევდა გორიდან ჩამოსვლა და რამდენიმე გადაცემის ერთად ჩაწერა. შესაბამისად, მთელი დღე ფეხზე ვიდექი ხოლმე. მახსოვს, ბოლო გადაცემები იმდენად გამიჭირდა, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ  ჩავწერე.
– უფრო კონკრეტულად, რა დიაგნოზი დაგისვეს?
– ძლიერი ტკივილების შემდეგ, მივაკითხე სპეციალისტს. საბედნიეროდ, საქართველოში არის ხერხემლის ძლიერი ორთოპედი. ადამიანი, რომელმაც ბევრს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს პიროვნება გახლავთ ირაკლი ვარძიკაშვილი. მისი დიდი მადლობელი ვარ. როცა გამსინჯა, მითხრა, რომ მქონდა ტრავმული სპონდილოპათია, რომელმაც ხერხემლის არასტაბილურობა გამოიწვია. მარტივად, რომ ვთქვა, ხერხემლის სვეტი აღარ იდგა სწორად. გარდაუვალი იყო ოპერაცია. ამის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, საიდან მოგვეტანა ოპერაციის თანხა. არ მქონდა საყოველთაო დაზღვევა, ვინაიდან ჩემი მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ყოველთვის მეხებოდა მისი საოჯახო პაკეტის დაზღვევა. სამწუხაროდ, აღნიშნულმა სადაზღვევომ დაფინანსებაზე უარი მითხრა. „მაესტროში“ შემეხო „ჯი-პი-აის” დაზღვევა, რომლის გამოყენებაც ვცადე. თუმცა, მათგანაც უარყოფითი პასუხი მომივიდა. მითხრეს, რომ ახალ თანამშრომლებზე არსებობდა გამონაკლისები, რომელიც  დაზღვევამდე არსებულ დაავადებებს არ აფინანსებდა. დავრჩი სრულიად უიმედოდ. ვცადე ჯანდაცვის სამინისტროში ფორმა 100-ის შეტანა. პასუხს ველოდებოდი ორი თვე.  მათგანაც უარყოფითი პასუხი მივიღე, რადგან მქონდა კერძო დაზღვევა. მოკლედ, მთელი ერთი წელი ამ ყველაფერზე ვიბრძოდი. მდგომარეობა მიმძიმდებოდა და ძალიან ცუდად ვიყავი. ცოტა რომ გავახმაურე ეს თემა, გორის მუნიციპალიტეტში მუშაობდა ჩემი მეგობარი, რომელმაც შემომთავაზა, გაგვეკთებინა საქველმოქმედო კონცერტი. ხშირად ვატარებდით ერთად მსგავს საღამოებს და არაერთ ადამიანსაც დავხმარებივართ. თავიდან დიდ უარზე ვიყავი, რადგან არ მინდოდა, ამ თემის აფიშირება და ხალხის შეწუხება.  მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად უსახსროდ აღმოვჩნდი და 17 000 ლარი სასწრაფოდ მჭირდებოდა, დავთანხმდი. ამ პერიოდში სახლსაც ვყიდდი, თუმცა ასე სასწრაფოდ არ გაიყიდა. გორში ჩატარდა კონცერტი, ჩამოვიდა ბევრი ცნობილი სახე, თავადაც  მივიღე მონაწილეობა და ქვიშაზე შევასრულე პერფორმანსი. გარკვეული თანხა დაგროვდა ამ ღონისძიებიდან. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ორგანიზატორებს. შემდეგ,  სრულიად მოულოდნელად, „ფეისბუქის“ საშუალებით გავიგე, რომ „მაესტროს“ თანამშრომლები გეგმავდნენ  საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთ კლუბში. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ლამაზი საღამო ეჩუქებინათ და წვლილი შეეტანათ ოპერაციის თანხის დაგროვებაში. ამ ღონისძიებასაც დავესწარი. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ყოველივე. აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა თითოეულ ჩემს მეგობარს, თანამშრომელს, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც ჩემ გამო შეწუხდა, ეს ამბავი გულთან მიიტანა და დამეხმარა. გარკვეული თანხის დაგროვების შემდეგ, გავაკეთე კრედიტი და, როგორც იქნა შევკრიბე ეს თანხა. ძალიან ბევრი ვიწვალე და ბევრი ვინერვიულე.
– ოპერაციამ როგორ ჩაიარა?
– რთული ოპერაცია იყო, რადგან ხერხემალს ეხებოდა საკითხი. თავიდან მინდოდა, თურქეთში გამეკეთებინა და გავაგზავნე ჩემი მონაცემები, თუმცა იქ ეს ოპერაცია სამჯერ ძვირი ჯდებოდა. 7 აპრილს გავიკეთე ოპერაცია, რომელიც 7-საათნახევარი მიმდინარეობდა. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა მჭირდება რეაბილიტაცია.  რაც მთავარია, ექიმი დამპირდა, რომ ისევ შევძლებ ხატვას. ოპერაციის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. თუ, არ გავიკეთებდი, მაშინ უნდა შემეწყვიტა მუშაობა და რამდენიმე წელში ვინ ვიქნებოდი, არ ვიცი. არ შემიძლია ჩემი პროფესიის გარეშე. ბედნიერი ვარ, როცა ვფიქრობ იმაზე, რომ ერთ თვეში ისევ გავაგრძელებ ხატვას.

скачать dle 11.3